ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა
სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების კრებული
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ISSN 1512-3537
ISSN 3038-4047 (online)
GE  
GE EN


  •  

    სამეცნიერო ნაშრომის რედაქციაში წარმოდგენის წესი

    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ჟურნალში - “ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა” სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენა ხდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

    1. ნაშრომი უნდა შესრულდეს A4 ფორმატის ქაღალდის 1,5 ინტერვალით ნაბეჭდ გვერდზე ISO სტანდარტის მოთხოვნის მიხედვით:

    ა) ნაშრომი უნდა მომზადდეს Microsoft Word-ში ცხრილებისა და ფორმულების რედაქტორების გამოყენებით; შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს Microsoft Excel-ის პროგრამა;

    ბ) სამუშაო ქაღალდის მინდვრის ზომები: ზედა - 25 მმ, ქვედა - 25 მმ, მარცხენა - 25 მმ, მარჯვენა - 25 მმ;

    გ) ქართულ ენაზე შესრულებული ნაშრომი უნდა აიწყოს Sylfaen – ის გარნიტურის შრიფტით, ინგლისურ და რუსულ ენებზე შესრულებული ნაშრომი კი - Times New Roman შრიფტით;

    დ) ნაშრომის დასახელება უნდა აიწყოს Sylfaen გარნიტურის შრიფტით (18B); ავტორის სახელი (სრულად) და გვარი - Sylfaen გარნიტურის შრიფტით (14B); დასახელება ორგანიზაციის, სადაც შესრულდა სამუშაო, უნდა მიეთითოს ფრჩხილებში - შრიფტით 12B; ნაშრომის რეზიუმე უნდა შესრულდეს კურსივი შრიფტით 11; საკვანძო სიტყვები - შრიფტით 11; ნაშრომის ტექსტი - 11; გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალის შემდეგ ერთვის რეზიუმე ინგლისურ და რუსულ ენებზე შემდეგი მითითებით: ნაშრომის დასახელება, ავტორის (ავტორების) სახელი (სრულად) და გვარი. რეზიუმეს მოცულობა უნდა იყოს 5-15 სტრიქონი;

    2. ნაშრომში გამოყენებული ლიტერატურა უნდა გაფრომდეს ნიმუშის შესაბამისად:

    გამოყენებული ლიტერატურა (ნიმუში)

    წიგნი ერთი ავტორით

    წიგნი ორი ან მეტი ავტორით

    სტატია წიგნში

    სტატია ჟურნალში განცალკევებული გვერდების ათვლით

    სტატია ჟურნალში მიმდევრობითი გვერდების ათვლით

    სტატია ყოველკვირეულ ჟურნალში

    სტატია გაზეთში

    სამთავრობო დოკუმენტი

    3. ნაშრომის რეზიუმე უნდა იყოს: ინფორმაციული (არ უნდა შეიცავდეს ზოგად სიტყვებსა და ფრაზებს); უნდა იყოს აღნიშ­ნუ­ლი, თუ რამ განაპირობა მოცემული სტატიის აქტუალურობა; ტექსტის შინაარსი ინგლისურ ენაზე უნდა იყოს ორიგინალური; უნდა ასახავდეს სტატიის ძირითად შინაარსსა და კვლევის შედეგებს; სტრუქტურირებული (მიჰყვებოდეს სტატიაში შედეგების აღწერის ლოგიკას);

    4. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს კომპაქტ დისკზე (CD-R) და ერთ ეგზემპლარად A4 ფორმატის ქაღალდზე (მკაფიოდ) დაბეჭდილი ან გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: journal.t.m@gtu.ge.

    5. ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს მონაცემები ავტორის (ავტორების) შესახებ: აკადემიური ხარისხი/სამეცნიერო ხარისხი, თანამდებობა და სამუშაო ადგილი;

    6. ჟურნალში ქვეყნდება მხოლოდ რეცენზირებადი ნაშრომები;

    7. რედაქცია მხარს დაუჭერს ერთ ჟურნალში ერთი და იგივე ავტორების მიერ შესრულებულ არაუმეტეს სამი სტატიის გამოქვეყნებას;

    8. ნაშრომის გვერდების რაოდენობა განისაზღვრება 5-დან 30 გვერდამდე;

    9. ავტორი პასუხს აგებს ნაშრომის შინაარსსა და ხარისხზე.

    ბოლო ნომერი

    N2-3 (60-61)(2-3) - 2024

     
     
     
    ISSN 1512-3537 ISSN 3038-4047 (online)
    © „ტექნიკური უნივერსიტეტი“ 2024, ყველა უფლება დაცულია. ბოლო განახლება 21.02.2025