ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა
სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების კრებული
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ISSN 1512-3537
ISSN 3038-4047 (online)
GE  
GE EN


  •  

    სარედაქციო პოლიტიკა

    ზოგადი დებულებები

    1. სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების კრებული - ,,ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა’’ (შემდგომში - ჟურნალი) გამოიცემა წელიწადში არანაკლებ სამჯერ, ქართულ ენაზე;
    2. ჟურნალში დაიბეჭდება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერების ნაშრომები ინგლისურ და რუსულ ენებზე;
    3. ჟურნალის თემატიკაა ტრანსპორტის და მანქანათმშენებლობის, მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ინჟინერიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევები.
    4. ჟურნალის ინდივიდუალური გამოცემა შეიძლება იყოს როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული თემატიკის, აგრეთვე დასაშვებია ჟურნალის სპეციალური გამოშვებების მომზადება მთავარი რედაქტორის ან/და სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებით.
    5. ჟურნალი წარმოადგენს ღიად ხელმისაწვდომ გამოცემას, რაც ნიშნავს, რომ მისი შინაარსი სრულად ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის. მომხმარებლებს უფლება აქვთ გაეცნონ, ჩამოტვირთონ, გადაიღონ ასლი. მომხმარებლებს უფლება აქვს გაავრცელონ, ან სხვა კანონიერი მიზნით გამოიყენონ ჟურნალი და მასში განთავსებული ნაშრომები ავტორის თანხმობით ან/და ავტორის მითითებით გამოყენებულ წყაროებსა და ლიტერატურაში.
    6. ჟურნალი აღიარებს და ისწრაფვის საერთაშორისო საგამომცემლო პრინციპებისა და კარგი პრაქტიკის ერთგულებისაკენ. იგი იზიარებს საერთაშორისოდ აღიარებული საგამომცემლო ღირებულებებს და პრინციპებს.

    ნაშრომის შინაარსობრივი სტანდარტები

    1. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომი უნდა იყოს აქტუალური, ტრანსპორტის და მანქანათმშენებლობის, მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ინჟინერიის მიმართულებით, პრობლემურ ან მნიშვნელოვან საკითხზე ფოკუსირებული;
    2. ნაშრომი მიზნად უნდა ისახავდეს დარგში არსებულ დისკუსიაში ჩართვას ან ახალი დისკუსიის წამოწყებას, მასში უნდა იყოს მოცემული სამეცნიერო კვლევებისა და შედეგების მყარი არგუმენტები და დასაბუთებული მოსაზრებები.

    საერთაშორისო თანამშრომლობა

    ჟურნალის მიზანია ითანამშრომლოს მსოფლიო წამყვან სამეცნიერო ჟურნალებთან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერ თანამშრომელთა ფართო წრეებთან.

    ბოლო ნომერი

    N2-3 (60-61)(2-3) - 2024

     
     
     
    ISSN 1512-3537 ISSN 3038-4047 (online)
    © „ტექნიკური უნივერსიტეტი“ 2024, ყველა უფლება დაცულია. ბოლო განახლება 21.02.2025