ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა
სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების კრებული
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ISSN 1512-3537
ISSN 3038-4047 (online)
GE  
GE EN


  •  

    სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალის ,,ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა’’ დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

    1.1 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ჟურნალი - ,,ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა’’ (შემდგომში - ჟურნალი) წარმოადგენს პერიოდულ საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ რეფერირებად და რეცენზირებად გამოცემას, რომელიც მიზნად ისახავს მექანიკისა და სამრეწველო ინჟინერიის დარგებში არსებულ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავების ხელშეწყობას;

    1.2 ჟურნალის სახელწოდებაა ,,ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა’’, ინგლისურ ენაზე „TRANSPORT AND MACHINEBUILDING“;

    1.3 ჟურნალი გამოიცემა წელიწადში არანაკლებ სამჯერ, ქართულ და ინგლისურ ენებზე;

    1.4 ჟურნალი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ;

    1.5 ჟურნალი თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან.

    1.6 ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალებზე დაცული იქნება ყველა მატერიალური, თუ არამატერიალური საავტორო უფლება.

    1.7 ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი (ISSN 1512-3537) და სერიულ გამოცემათა საერთაშორისო სტანდარტული ნომერი.

    მუხლი 2. ჟურნალის მიზნები, ამოცანები და პოლიტიკა

    2.1 ჟურნალის მიზანია პერიოდულად მოახდინოს ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და ტექნიკური პერსონალის მიერ დამუშავებული სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნება. ამავე დროს, კვლევებში ჩართულ წარმატებულ სტუდენტთა აღმოჩენა და მათი უშუალო ჩართვა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მიერ შესრულებულ სამუშაოების პროცესში.

    2.2 ჟურნალის ამოცანაა საერთაშორისო დონეზე მაღალი სამეცნიერო სტატუსისა და ავტორიტეტის მოპოვება და იმ ნიშის დაკავება, რაც საერთაშორისო აღიარების მქონე სამეცნიერო ტრადიციების ჟურნალებს უკავიათ.

    2.3 ჟურნალი იცავს სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების ეთიკას.

    მუხლი 3. ჟურნალის მართვა

    3.1 ჟურნალის საქმიანობის ორგანიზებას ეწევა ჟურნალის მთავარი რედაქტორი;

    3.2 ჟურნალის საერთო პოლიტიკას და ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს ჟურნალის მთავარი რედაქტორი სარედაქციო საბჭოსთან შეთანხმებით;

    3.3 ჟურნალის მთავარი რედაქტორი პასუხისმგებელია ჟურნალის აკადემიურ ხარისხსა და შინაარსზე;

    3.4 ჟურნალის მართვის სარეკომენდაციო ორგანოა სარედაქციო საბჭო;

    3.5 ჟურნალს ჰყავს ტექნიკური რედაქტორი, რომელიც ექვემდებარება უშუალოდ მთავარ რედაქტორს;

    3.6 ჟურნალი იმართება წინამდებარე დებულების შესაბამისად.

    მუხლი 4. ჟურნალის სარედაქციო საბჭო

    4.1 სარედაქციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრით, სარედაქციო საბჭოს შემადგენლობაში შედის ჟურნალის მთავარი რედაქტორი და ტექნიკური რედაქტორი;

    4.2 სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე და ჟურნალის მთავარი რედაქტორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი;

    4.5 სარედაქციო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტის ან ორგანიზაციის წარმომადგენელი;

    4.6 სარედაქციო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის დარგში მოღვაწე პროფესორი.

    მუხლი 5. ჟურნალში განთავსებული სტატიების საავტორო უფლებები

    5.1 ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალებზე დაცული იქნება ყველა მატერიალური, თუ არამატერიალური საავტორო უფლება.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულებები

    6.1 დებულება ძალაშია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერის მომენტიდან;

    6.2 დებულება ძალადაკარგულია ახალი დებულების დამტკიცების ან/და ჟურნალის ლიკვიდაციის მომენტიდან.

    ბოლო ნომერი

    N2-3 (60-61)(2-3) - 2024

     
     
     
    ISSN 1512-3537 ISSN 3038-4047 (online)
    © „ტექნიკური უნივერსიტეტი“ 2024, ყველა უფლება დაცულია. ბოლო განახლება 21.02.2025